საქართველო-სომხეთის მატჩის წინ ფაშინიანი თბილისში ჩამოვიდა

მას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, მასპინძლობს.
კობახიძის ცნობით, ფაშინიანი თბილისში მატჩზე დასასწრებად ჩამოვიდა. ორივე მათგანი დაესწრება შეხვედრას – ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრას „დინამო არენაზე“.
პირისპირ შეხვედრაზე კი, კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, „მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას“.
„აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – იუწყება ადმინისტრაცია.
3 დღის წინ, 20 მარტს, როდესაც სომხეთის ნაკრებმა ერევანში უმასპინძლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ც ეწვია ერევანს, – წელს უკვე მეორედ.
პოლიტიკოსები დაესწრნენ მატჩს, რომელიც საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა.
საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, – რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა, – საერთაშორისო იზოლაციის რისკის წინაშე დგას. სომხეთი, – რომლისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი სახმელეთო მეზობელია ტვირთების გადაზიდვის კუთხით, – ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება და ასევე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ ს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საქართველოში რეპრესიებია – სამწუხაროდ, 1937 ძალიან ახლოს ჟღერს – მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკას ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს