“საქართველო სარგებლობს ყველა იმ ადამიანის ნდობით, ვინც ფარიკაობის სამყაროში მუშაობს” – ევროპის ფარიკაობის ფედერაცია საქართველოს ფედერაციას მადლობის წერილს უგზავნის

ევროპის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯორჯო სკარსო, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მერაბ ბაზაძეს, მადლობის წერილს უგზავნის.
“თქვენი ფედერაციის მიერ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიღწეული წარმატება მოწმობს იმ ცალსახა ნდობას, რომელითაც თქვენი მოძრაობა სარგებლობს საერთაშორისო დონეზე. ფაქტობრივად, თქვენი ქვეყნის კანდიდატურის მიღება 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაზე იმის დასტურია, რომ საქართველო სარგებლობს ყველა იმ ადამიანის ნდობით, ვინც ფარიკაობის სამყაროში მუშაობს.
პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენმა ფედერაციამ აიღო, იმსახურებს გულწრფელ აპლოდისმენტებს და მე, ევროპის კონფედერაციის სახელით, გამოვხატავ ჩემს გულწრფელ მილოცვასა და მადლიერებას იმ გამოწვევისთვის, რომელიც თქვენ წამოიწყეთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროპის კონფედერაცია მხარს დაგიჭერთ და მოგცემთ ნებისმიერ ინფორმაციას ღონისძიების უკეთ ორგანიზებისთვის. წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში”, – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი