საქართველო – საბერძნეთი | 25 მარტის განრიგი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 24 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, 25 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე კი, თამაშის მასპინძელ დინამო არენაზე ივარჯიშებს.
საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე, აკრედიტებული მედიისთვის სასტუმრო სევსამორაში ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, ),
საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, ), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო , საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, )
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), (ნაპოლო, იტალია)
25 მარტის განრიგი
16:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (სასტუმრო სევსამორა, საგურამო)
16:45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო; 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)
18:30 საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა)
19:30 საბერძნეთის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)
nakrebi.ge