საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, საქართველოს სურს ევროკავშირში წევრობა და ამ მხრივ არც სურვილები შეცვლილა და არც კონსტიტუციური ამოცანა.
„მთავარი ამოცანა იყო ყველასთვის გვეთქვა, რომ საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენ გვსურს ევროკავშირში წევრობა, ასე რომ ჩვენი მხრიდან აქ არც სურვილები შეცვლილა და არც კონსტიტუციური ამოცანა. ასევე, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ რიგ შემთხვევებში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის უსამართლო მიდგომა. მათ შორის, არ ხდება გათვალისწინება იმ უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომლის წინაშეც საქართველო დგას. შესაბამისად, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის