საქართველო რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს და წერს, რომ ღია მონაცემებსა და გაერო-ს Comtrade პლატფორმაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების სია შეადგინა.ავრცელებს.
რუსული გამოცემის მიხედვით, რუსეთიდან შოკოლადის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილას მოხვდა.
რუსეთიდან ყველაზე მეტი შოკოლადის ნაწარმი შეისყიდეს:
· ყაზახეთი – $192 მლნ;
· ბელარუსი – $123 მლნ;
· უზბეკეთი – $68 მლნ;
· აზერბაიჯანი – $48 მლნ;
· სომხეთი – $28.5 მლნ;
· ყირგიზეთი – $26.1 მლნ;
· საქართველო – $19.5 მლნ;
· ჩინეთი – $14.4 მლნ;
· მოლდოვა – $7.7 მლნ;
· სერბეთი – $6.8 მლნ;




