საქართველო რუსული არყის ექსპორტში წამყვანი ქვეყნების სამეულს ხურავს

საქართველო რუსული არყის საექსპორტო მიმართულებების სამეულშია. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ ცენტრ “აგროექსპორტის” მონაცემებში წერია, რასაც RBC Wine ავრცელებს.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნის წილი რუსული არყის მთლიან ექსპორტში 11%-ს შეადგენდა.
პირველ ადგილზე 30%-იანი წილით ყაზახეთი, ხოლო მეორეზე ჩინეთია, რომლის წილიც რუსული არყის ექსპორტში 22%-ს შეადგენს.
ზოგადად, რუსული არყის ექსპორტი იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა და 3,5 ათას ტონას მიაღწია.
ამასთან, ალკოჰოლისა და თამბაქოს კონტროლის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, რუსეთში არყის წარმოება წლის პირველ ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26,3%-ით შემცირდა და 7,6 მლნ დეკალიტრი შეადგინა.
2023 წელს საქართველო რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების წამყვან ხუთეულში მეოთხე ადგილზე იყო, როცა ქვეყანამ დან 3,9 მლნ დოლარის არაყი შეიძინა. ანალოგიური მაჩვენებლით საქართველო 2022 წელს მეექვსე ადგილს იკავებდა.
ცნობისთვის: 2022 წელს, უკრაინის ომამდე რუსული არყის ექსპორტი შესამჩნევად ჭარბობდა და 141,7 მლნ დოლარს შეადგენდა. ეს, ძირითადად, ევროპელი მყიდველების შედეგად იყო განპირობებული. მაგალითად, 2022 წელს რუსული არყის უმსხვილეს მომხმარებლებს შორის იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორიც ლატვია, გერმანია და დიდი ბრიტანეთია. თუმცა დასავლური სანქციების პაკეტის ფარგლებში რუსული არყის იმპორტი აიკრძალა და მოცულობაც, თითქმის, 3-ჯერ დაეცა.
www.bpn.ge