საქართველო რუსეთი არაა – ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის და ნავალნის შედარება არ შეიძლება

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ შეიძლება ს ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი სა და საქართველოში პატიმრობაში მყოფი ს შედარება. ამის შესახებ მან Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია… შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთში, კოლონიაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, X-ით დაადასტურა ალექსეი ნავალნის სიკვდილი და გაავრცელა მოკლე ცნობა, სადაც წერს, რომ „ალექსეი ნავალნი მოკლეს“.
ნავალნის გარდაცვალებაზე ინფორმაციის გავრცელებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
“პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა”, – წერია ფეისბუკპოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”