საქართველო-რუსეთის 65 სასაზღვრო პუნქტიდან 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია – აშშ-ს სახდეპი

საქართველო-ს საზღვრის გასწვრივ, ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს – 65 სასაზღვრო პუნქტიდან 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიში საზღვრების დაცვის კუთხით საქართველოს მუშაობას დადებითად აფასებს, განსაკუთრებით სამხრეთი საზღვრის დაცვისთვის გაწეულ სამუშაოებს, მაგრამ გამოყოფს იმ არეალს, სადაც სიტუაცია უნდა გამოსწორდეს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ -ის მთავრობას რესურსების სიმცირით გამოწვეული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა. შეზღუდული რესურსები აფერხებს საზღვრების უსაფრთხოების დაცვის მცდელობებს, როგორიცაა, თვალის სკანერი აეროპორტებისთვის, ძრავების შეცვლა საპატრულო ნავებისთვის და აღჭურვილობა სწრაფი რეაგირების გუნდებისთვის. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან აკონტროლებს, რომელთაგან დაახლოებით, 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია და მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მაღალ სიმაღლეზე არსებულ საზღვრის მონაკვეთებზე ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს“, – ნათქვამია ანგარიშში.