საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვში – “დრონები, ჯიპიესები, მეხსირებების ბარათები, პროცესორები” – “აი ფაქტი”

არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი პუტინისთვის სანქციების გვერდის ასავლელად – “აი ფაქტის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთში, საქართველოს გავლით, სანქცირებული ტვირთები უპრობლემოდ შედის, მათ შორის, დრონები, კომპიუტერების პროცესორები, მეხსიერების ბარათები და ჯიპიესები იგზავნება.
“აი ფაქტის” მასალა სრულად:
Სანქციების ჩრდილქვეშ, Რუსეთი სამხედრო მარაგის შევსებას მაინც ახერხებს. Მართალია, რუსეთში ორმაგი დანიშნულების ნივთების შეტანა, ჯერ კიდევ 2022 წელს აიკრძალა, თუმცა შეზღუდვებს ყველა ქვეყანა არ დაემორჩილა. ჩვენმა შვიდთვიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა ს სანქცირებული პროდუქტით მომარაგების სქემა, რომელშიც ჩართულია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, და უზბეკეთი. Მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახური გამკაცრებულ კონტროლზე და საერთაშორისო სანქციების პატიოსნად აღსრულებაზე საუბრობს, ოფიციალური სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. ში ომის დაწყების შემდეგ, 2023-2024 წლებში საქართველოდან რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში ექსპორტით გავიდა 10.7 მილიონი დოლარის ორმაგი დანიშნულების ნივთი. ამ მიმართულებით თვალშისაცემად არის გაზრდილი სატელიტური ჯი-პი-ესების, ვიდეოკამერების, პროცესორების თუ “ჩიპების” ექსპორტი. ასეთ ნივთებს რუსი სამხედროები იარაღის ასაწყობად იყენებენ. Ჩვენი ერთ-ერთი ექსპერიმენტით დასტურდება ისიც, რომ საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის მარშრუტს გადის ვიდეოგადაღების დრონებიც. თანამედროვე ომში, უწყინარი, ხედების გადასაღები დრონიც კი საბრძოლო რესურსია. სამხედროები ჭურვებს და ანტი-სატანკო სისტემებსაც “კამიკაძე-დრონებზე” ამაგრებენ. ორმაგი დანიშნულების ნივთს იპოვით თქვენი სამზარეულოს, ან აბაზანის ტექნიკაშიც. მაგალითად, ასეთია სარეცხი მანქანის, ან მაცივრის “ტვინი”. ოფიციალური Სტატისტიკა აჩვენებს, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტიც. Მიმართულება იგივეა – მეზობელი სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია. ვიპოვეთ თუ ვინ დგას ამ სტატისტიკის მიღმა. “იმპორტ ჯენიუსის” საერთაშორისო ვაჭრობის ბაზაში არის ოთხი ქართული კომპანია, რომელიც რუსეთში სანქცირებული ტვირთის გაგზავნაში მონაწილეობს – “ელექტრომექ-ბტ”, “ლაზიკა-იმპორტი”, “ფეის პლიუსი” და “ასტერი გრუპი”. ჩვენი მოპოვებული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. ამ ფონზე, შემოსავლების სამსახური ჩვენს შეკითხვებს სრულყოფილად არ პასუხობს და არც პირისპირ ინტერვიუზე გვთანხმდებიან. “აი, ფაქტი” ამ სქემებს შვიდი თვის განმავლობაში იძიებდა. Შევისწავლეთ საგარეო ვაჭრობის ქართული, ამერიკული და საერთაშორისო ბაზები, ჩავატარეთ ორი ექსპერიმენტი და რუსეთში აკრძალული ტვირთის გატანაზე ორ გადამზიდავს მოველაპარაკეთ, ვესაუბრეთ სამხედრო პირებს, თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს, ვიპოვეთ პრობლემიდან გამოსავალიც – ეროვნული სანქცია, რომელიც, მაგალითად, ლიეტუვის მთავრობამ დააწესა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”