საქართველო- რუსეთის დამაკავშირებელ გზას 212.5 მლნ ლარად China Railway Tunnel Group Co ააშენებს

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა – გველეთის საავტომობილო გზის მონაკვეთს, ჩინური კომპანია ააშენებს.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ, China Railway Tunnel Group Co., LTD-მ მიიღო და ის 30 თვის განმავლობაში 212 548 390 ლარის ღირებულების გზას ააშენებს.
ახალი მაგისტრალის ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2024 წლის მარტში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 224 919 508 ლარი იყო.
სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და, ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაივლის. ახალი გზა სტეფანწმინდასთან დაიწყება და დარიალის ახალ გვირაბამდე მივა. პროექტი 2 ზოლიანი 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, აქტიურად გრძელდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, სადაც მთავარი გვირაბი უკვე 6.6 კმ-ზეა გაბურღული, ხოლო საევაკუაციო გვირაბში სამუშაოები უკვე 4.7 კმ-ის სიღრმეში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ