საქართველო რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველო რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველო ნატო-ს 12 წევრ და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად Sea Shield 24 საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რუმინეთში 8-21 აპრილს გაიმართება.
რუმინეთისა და საქართველოს გარდა საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, , თურქეთი და საფრანგეთი მიიღებენ.
წვრთნები შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე ჩატარდება და მასში 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება. საზღვაო წვრთნების სცენარი სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, გასაჭირში მყოფი გემებისთვის დახმარების გაწევას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ