საქართველო – რუმინეთი | ფუტსალის ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია. მეორე ამხანაგური შეხვედრა 11 მარტს გაიმართება.
რუმინეთთან მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 17 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში, 11 აპრილს, ჩვენი გუნდი კოსოვოს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს.
მატჩების განრიგი
9 მარტი | საქართველო – რუმინეთი | 18:00
11 მარტი | საქართველო – რუმინეთი | 19:00
nakrebi.ge