საქართველო-რუმინეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი ახალი სატრანსპორტო მარშრუტის დაარსებას გეგმავენ

საქართველო, თურქმენეთი, რუმინეთი და აზერბაიჯანი ახალი სატრანსპორტო მარშრუტის დაარსებას გეგმავენ – ამას ითვალისწინებს მთავრობის 8 დეკემბრის განკარგულება.
განკარგულების მიხედვით, სატრანსპორტო დერეფნის სახელი იქნება – „შავი ზღვა – კასპიის ზღვა“.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „რუმინეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის „შავი ზღვა – კასპიის ზღვა“ დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ“ შეთანხმებას“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მ აშხაბადში ასევე გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერთან ალი ასადოვთანაც, სადაც საუბარი ასევე ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას შეეხო.