საქართველო „პოსტსაბჭოთა სივრცის ჩემპიონია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში“ – მიხაილ ვინოგრადოვი

კრემლი კი უარყოფს, მაგრამ მისი მხარდამჭერი გავლენიანი ტელეგრამ არხი წერს, რომ თბილისში ს საელჩოს გახსნა მხოლოდ „დროის ამბავია“.
„ბრიფმა“, ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროკრემლისტურმა ტელეგრამარხმა, 12 ივნისს დაწერა, რომ წყარომ, რომელიც „თბილისის დიპლომატიური წრიდანაა“, უთხრა, რუსეთი და საქართველო „დიპლომატიური ურთიერთობების სრულყოფილ აღდგენას“ განიხილავენო.
„ბრიფი“ ძალიან დაინტერესდა „მთავარი არხის“ მიერ 11 ივნისს გავრცელებული ამბით.
ტელევიზიამ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ისიც კი გამოაცხადა, თბილისსა და მოსკოვში საელჩოებისთვის თანამშრომლებსაც ეძებენო.
„ბრიფმა“ ეს ამბავი ერთბაშად ოთხ რუს ექსპერტს შეაფასებინა.
ოთხივემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკის გათვალისწინებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა კანონზომიერი იქნება.
საქართველო „პოსტსაბჭოთა სივრცის ჩემპიონია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში“, – თქვა რუსეთის მმართველი პარტიის წევრმა და პოლიტოლოგმა, მიხაილ ვინოგრადოვმა. თუმცა იქვე დაამატა, არა მგონია, თბილისმა და მოსკოვმა ერთად „პრაგმატულ“ შედეგებს მიაღწიონო.
საქართველო მალე საბოლოოდ გადაიხრება რუსეთისკენ, რადგან რიგითი ქართველები ამაში ეკონომიკურ სარგებელს ხედავენ, – ამბობს პოლიტოლოგი ილია გრაშჩენკოვი.
საელჩოების მუშაობა აღდგება, რადგან საქართველოსთვის მომგებიანია რუსეთთან „ურთიერთობების დათბობა“. თანაც, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთი სანდო პარტნიორად აღარ მიაჩნია, – ამტკიცებს კრემლის ლოიალური კიდევ ერთი პოლიტოლოგი, ნიკოლაი მირონოვი.
დასავლეთთან ურთიერთობის გააფუჭების შემდეგ, საქართველო „ახალ დიდ ძმას ეძებს“, – წერს ბლოგერი რამილ ხარისოვი, რომელიც ხშირად ამართლებს კრემლის ომს ში.
სრულად: radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ