საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრეთათვის ავტობუსები 02:00-მდე ივლიან

თბილისის მერიის ცნობით, ხვალ, 26 ივნისს დაგეგმილი საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის გამო, რომლის ღია ჩვენებაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, გულშემატკივრებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს
ქალაქ გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.