საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება
– საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება
უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი .
სიუჟეტში საუბარია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ღვინოსთან ერთად განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, გულთბილი სტუმართმოყვარეობით და განსაკუთრებული კულინარიითაც გამოირჩევა.
„საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა. სტუმართმოყვარეობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა — ის, რასაც ყველას სიამოვნებით ვაჩვენებთ. ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი TV2-თან ინტერვიუში.
სიუჟეტში ასევე საუბარია ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კარიერაზე. ჟურნალისტი ყურადღებას უთმობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებებსაც და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.
„დიდი გულშემატკივარი ვარ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს არასდროს ვტოვებ. საფეხბურთო თემებში აქტიურად ვარ ჩართული. მართალია, საკლუბო ფეხბურთი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გუნდი “დინამო თბილისია“ — უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი. რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს საყვარელი უცხოური გუნდი. ჩემთვის ეს ბარსელონაა — მათი თამაშის სტილი განსაკუთრებით მომწონს“, – აღნიშნავს ინტერვიუში ირაკლი .
სიუჟეტის ავტორის შეფასებით, საქართველო არა მხოლოდ თვალწარმტაცი ბუნებითა და კულინარიული საოცრებებით იპყრობს გულს, ის ასევე მდიდარია განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანებით.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას

როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის- სად არის სამართლიანობა?

იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული