საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა

საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მიიღო, შარლ მიშელმა კი ამის შესახებ X-ზე დაწერა.
“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს ანგარიში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით” – წერს მიშელი.