საქართველო მსოფლიო თხილის წარმოებით მე-6 ადგილზეა – კაკლოვანი კულტურების ბაზრის მიმხოლვა

მსოფლიო თხილის წარმოებით საქართველო მე-6 ადგილზეა – ამის შესახებ „გალთ & თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
საქართველოში თხილის ნარგავი ფართობი 70-72 ათასი ჰექტარია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემების მიხედვით, აქედან, 44 ათასი ჰექტარი მცირე ზომის 3 ჰექტრამდე ბაღებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ წარმოება საკმაოდ მერყევია, რაც მოსავლიანობის ცვალებადობას უკავშირდება. სექტორის ზრდისთვის საჭიროა საშრობების და გადამუშავების განვითარება, რადგან ხარისხის შემცირებას იწვევს არასწორი პოსტ-ჰარვესტი. ამის გამო ყოველწლიურად იმატებს თხილის საშრობებში ინვესტიციები, მათ შორის სამთავრობო პროგრამების ფარგლებში.
კვლევაში ნათქვამია, რომ მოსავლიანობის მსოფლიო საშუალომდე მომატების შემთხვევაში, საქართველოს წარმოების გაორმაგების პოტენციალი აქვს.
კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიო თხილის უმსხვილესი მწარმოებელი თურქეთია და მისი წილი 71.0%-ია.
კაკლის ბაზარი – მსოფლიოში კაკლის წარმოება სტაბილურად მატულობს. წარმოების ზრდას ძირითადად ჩინეთი და განაპირობებენ, რომლებიც ერთად მსოფლიო წარმოების 79.1%-ს შეადგენენ. ჩინეთი უდიდეს მწარმოებელთან ერთად, ასევე უმსხვილესი მომხმარებელიცაა.
საქართველოში კაკალი დაახლოებით 4,500 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან, უმეტესი ნაწილი მთავრობის პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებშია გაშენებული და ძირითადად მცირე ზომის 15 ჰექტრამდე ბაღებს მოიცავს.
საქართველოში კაკლის წარმოება 2018 წლიდან მზარდია, რაც უკავშირდება 2014 წელს გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლას. კაკლის მოსავლიანობა ჰექტრაზე 1.96 ტონაა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მსოფლიო საშუალოს (3.10).
საქართველოში გაშენებული ჩანდლერის ბაღების მოსავლიანობის გაუმჯობესება წარმოების ზრდის პერსპექტივას იძლევა. ჩვენი შეფასებით, არსებული ნერგები 2030 წლისთვის დაახლოებით 5,600 ტონა კაკალს მოისხამს. კაკლის შენახვისთვის აუცილებელია საშრობები. არსებული საშრობები სრულიად საკმარისია ახლანდელი მოსავლისთვის, მაგრამ უკვე გაშენებული ბაღების სრულ მსხმიარობაში შესვლის გათვალისწინებით მომავალში მეტის საჭიროებაა.
ნუშის ბაზარი – აშშ მსოფლიო ნუშის წარმოების ლიდერია 75.9%-იანი წილით. ამასთან, ნუშის მსოფლიო მოხმარების 21.0%-იც აშშ-ზე მოდის. საქართველოსთვის ნუშის წარმოება ახალი მიმართულებაა, რომლის წარმოებაც სტაბილურად იმატებს და ამას მიუყვება მოთხოვნაც. მთლიანობაში ნუში დაახლოებით 7,500 ჰექტარზეა გაშენებული, რაც ძირითადად მთავრობის მხარდაჭერით არის გაშენებული. ნუშის ნარგავი ფართობის ნახევარზე მეტს მცირე ზომის, 15 ჰექტრამდე ფართობის ბაღები მოიცავს. საქართველოში ნუშის მოსავლიანობა ჰექტარზე 0.52 ტონაა, რაც საკმაოდ ჩამოუვარდება მსოფლიო საშუალოს (1.54). არსებული ნარგავი ფართობი „გალთ&თაგარტის“ კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის, დაახლოებით 4,900 ტონა ნუშის მოსავალის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
წყარო: bpn.ge