საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია – ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია – ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას
„ხალხის ძალის“ წევრი „მშვიდობის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ Fragile States index 2024 წლის შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო წინა წლებთან შედარებით 3 ადგილით დაწინაურდა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
მეგრელიშვილის თქმით, ეს და სხვა ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო მდგრადი ინსტიტუციათა ერთობაა და რეგიონში მშვიდობის დერეფანია.
„მშვიდობის ფონდმა“ რომელიც საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციაა Fragile States index 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა.
მსოფლიოს ქვეყნები სახელმწიფოებრივი სიმტკიცით ყველაზე მყიფედან მტკიცე ქვეყნებამდე თანმიმდევრობის პრინციპით შეფასდა.
შეფასება 12 ძირითად ინდიკატორს ეფუძნება: უსაფრთხოება, ელიტური დანაწევრება, საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება, ეკონომიკა, ეკონომიკური უთანაბრობა, პრობლემური ემიგრაცია, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია, საჯარო სერვისები, ადამიანის უფლებები, დემოგრაფიული წნეხი, ლტოლვილები და დევნილები, საგარეო ინტერვენცია.
Fragile States index 2024 წლის შედეგებით სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო წინა წლებთან შედარებით 3 ადგილით დაწინაურდა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში მოწინავეა და ის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ამ წარმატებას, ეს და სხვა ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას.
დღეს ქართული სახელმწიფო მდგრადი ინსტიტუციათა ერთობაა და რეგიონში მშვიდობის დერეფანია“, – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს