საქართველო მსოფლიოს ლოკოკინას ექსპორტიორთა რეიტინგში 23-ეა – AAWE

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2022 წელს, მსოფლიოს ლოკოკინას ექსპორტიორთა რეიტინგში საქართველო 23-ე ადგილზე იყო. ქვეყანამ ექსპორტზე $8.7 მლნ-ის ლოკოკინა გაიტანა. მსოფლიოში ლოკოკინას მთავარი ექსპორტიორი კი მაროკოა. მან ექსპორტზე – $8.7 მლნ-ის ლოკოკინა გაიტანა. სამეულშია – ლიტვა და რუმინეთი. ამავე რეიტინგში მე-7 ადგილზეა თურქეთი $3.3 მლნ-ი ლოკოკინას ექსპორტით, მე-9-ზე $2.7 მლნ-ით.
AAWE-ს მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოს ლოკოკინას ექსპორტიორთა ათეული ასეთი იყო:
· მაროკო – $8.7 მლნ-ის ლოკოკინა;
· ლიტვა – $6.2 მლნ;
· რუმინეთი – $4.9 მლნ;
· ინდონეზია – $4.3 მლნ;
· საფრანგეთი – $4.1 მლნ;
· სერბეთ – $3.7 მლნ;
· თურქეთი – $3.3 მლნ;
· ჩეხეთი – $3.1 მლნ;
· უკრაინა – $2.7 მლნ
· ტუნისი – $2.5 მლნ.
რაც შეხება ქართული ლოკოკინას ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით 241.90%-ითაა გაზრდილი. 2022 წელს საქართველოდან 263 520 დოლარის ღირებულების 44.30 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოდან 1 299 730 დოლარის ღირებულების 151.46 ტონა ლოკოკინების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.42-ჯერ მეტია.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული ლოკოკინას რეალიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ იტალიასა და საფრანგეთში ხორციელდება.
2022 წელს იტალიაში $ 28 670-ის (4.86 ტ.) ლოკოკინა გავიდა; საფრანგეთში – $234 850-ის (39.44 ტ.); 2023 წელს იტალიაში – $7 090-ის (1.22 ტ.); საფრანგეთში – $1 292 640-ის (150.24 ტ.).