საქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს უერთდება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვისსააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევისსახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნულისააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლისუფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული 11-15 მარტს გაიმართება.
გახსნითი ღონისძიება, 11 მარტს, თბილისშისასტუმრო პულმანში, გაიმართება, სადაცმომხმარებელთა უფლებების დაცვაზეპასუხისმგებელი ექვსი მარეგულირებელი უწყება, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებითმიღებულ შედეგებს, გამოწვევებს და აღსრულებისმექანიზმებს მიმოიხილავს.
კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთანშეხვედრები გაიმართება 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს – მომხმარებლისდაცვის საერთაშორისო დღეს – ბათუმში. 11-15 მარტსდაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლისუფლებების მიმართულებით საზოგადოებრივიცნობიერების გაძლიერება.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებშიმონაწილეობენ – მარეგულირებელი უწყებისპირველი პირები, პარლამენტის, ცენტრალური დარეგიონული მთავრობის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორისწარმომადგენლები. საერთაშორისო პრაქტიკისგაზიარების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობასიღებენ ევროკავშირის, UNCTAD-ის, დიპლომატიურიკორპუსის და ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებებისდაცვის უწყების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება წიგნის „მომხმარებლის დაცვის ევროპული და ქართულიპრაქტიკა“ პრეზენტაცია. ასევე, პანელური დისკუსიისფორმატში, ექვსი მარეგულირებელი უწყებისწარმომადგენელი, თბილისში, გურჯაანში, ქუთაისშიდა ბათუმში მომხმარებლებთან შეხვედრისას, დეტალურად მიმოიხილავს მათთვის მნიშვნელოვანდა საჭირო ინფორმაციას – თუ როგორ უნდა დაიცვასმომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევისშემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.