საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი გზავნილები -ის ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და ეს ოპტიმისტურად განგვაწყობს

საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი გზავნილები -ის ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და ეს ოპტიმისტურად განგვაწყობს
საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ქართველი ხალხი ოპტიმისტურად აღიქვამს მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ. ამ პრობლემებზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც აშშ-ის საელჩო მწარედ აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის დროს. კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა – არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას.
აი, ამაზე განაცხადა აშშ-ის საელჩომ წინა ადმინისტრაციის დროს, რომ საქართველოს შავი დღე გაუთენდა ამ კანონის დამტკიცებით. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი გზავნილები ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და იდენტურია. რა თქმა უნდა, ეს ამბები ძალიან ოპტიმისტურად განგვაწყობს შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის აღდგენის მიმართ. წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით