საქართველო მედლების რეიტინგში 24-ე პოზიციაზე დაწინაურდა – ქვეყნების სრული რეიტინგი

10 აგვისტოს, გენო პეტრიაშვილის მიერ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (125 კგ) და ლაშა ტალახაძის მიერ ძალონსობაში ოქროს მედლის მოპოვებით საქართველოს ოქროს მედლების რაოდენობა სამამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანა მედლების საერთო გუნდურ რეიტინგში 39-დან 24-ე პოზიციაზე დაწინაურდა. არსებული მდგომარეობით, ქართველ ოლიმპიელებს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ. 11 აგვისტოს კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (97 კგ) ფინალი არის დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას გივი მაჭარაშვილი მიიღებს. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეოთხე ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს, რა შემთხვევაშიც, საქართველო საერთო გუნდურ შედეგში მეჩვიდმეტე პოზიციაზე დაწინაურდება.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ