საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსში 11 ადგილით ჩამოქვეითდა

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) – მსოფლიოში მედიის თავისუფლების ახალი ინდექსი გამოაქვეყნა. მასში შეფასებულია მედიის მდგომარეობა 180 ქვეყანაში.
საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია და ქვეყანამ ინდექსში 103-დან (2024) 114-ე (2025) ადგილზე გადაინაცვლა.
წლევანდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური დასუსტება დღეს მედიის თავისუფლების უმთავრესი საფრთხეა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები მედიის თავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო დარღვევაა, ეკონომიკური ზეწოლაც არის ერთ-ერთი უმთავრესი, უფრო მზაკვრული პრობლემა… როცა ჟურნალისტებს უჭირთ, მათ აღარ რჩებათ საშუალება წინააღმდეგობა გაუწიონ მედიის მტრებს – მათ, ვინც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ჩემპიონები არიან“, – წერია ანგარიშში.
მედიის თავისუფლების ხარისხით გამორჩეული ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: ნორვეგია, , ნიდერლანდი, შვედეთი და ფინეთი.