საქართველო, მაღალი ალბათობით, მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და გადავა შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირთან დაახლოების გზაზე – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკური დედაქალაქიდან საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
მისი თქმით, ქვეყანას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ უნდა მიეღო სტატუსი, თუმცა ახლა მისი ევროპელი პარტნიორებისგან, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ევროპისთვის, სწორი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი აქვს.
“ევროკავშირის პოლიტიკური დედაქალაქიდან, ცხადია, ველოდებით პოზიტიურ ინფორმაციას. საქართველო, მაღალი ალბათობით, მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და გადავა შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირთან ურთიერთობისა და დაახლოების გზაზე. ეს არის პროცესი, რომელიც წელიწადნახევრის წინ, სამწუხაროდ, უსამართლო გადაწყვეტილებით შეფერხდა, თუმცა დღეს დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი კოლეგები სწორ, ღირსეულ გადაწყვეტილებას, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ევროკავშირისთვის მიიღებენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას