საქართველო – ლუქსემბურგი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია – ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00
საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.
წყარო: Nakrebi.ge