,,საქართველო კიდევ ერთხელ წარმატებით მოინიშნა მსოფლიო რუკაზე” – ირაკლი ბურჭულაძე

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის შეფასებით, ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასი ფრისტაილში 2 დღის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ წარმატებით მოინიშნა მსოფლიო რუკაზე.
,,ჩვენ კარგი სტარტი გვაქვს. ვფიქრობთ, იგივე წარმატებით ჩავატარებთ გუდაურში და ბაკურიანში. ბაკურიანის მსოფლიო თასის ტრანსლირება 17 ქვეყანაში მიმდინარეობს. ისეთ სპორტულ არხებზე, როგორიცაა Eurosport და სხვა ცნობილი არხები. საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნა წარმატებით მსოფლიო რუკაზე”,- განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.
ბაკურიანში, კოხტას გორაზე მსოფლიო თასი – მოგულის დისციპლინაში მეორე დღეა მიმდინარეობს. დღეს, 16 ქვეყნის 90 წამყვან სპორტსმენს შორის გამოვლინდება მსოფლიო თასის მფლობელი დუალ მოგულის დისციპლინაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე