საქართველო კაკლის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა – როგორია რეიტინგი

საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 1.04 კგ კაკალს (საშუალო მოხმარებაზე 8-ჯერ მაღალი) მოიხმარს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა – ამის შესახებ აღნიშნულია Gult&Taggart-ის ანგარიშში. მეორე-მესამე ადგილებს, შესაბამისად, კანადა (0,88 კგ) და (0,77კგ) ინაწილებენ.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კაკლის პოპულარობას საქართველოში ადგილობრივი სამზარეულო განაპირობებს, ვინაიდან ნიგოზი მრავალი კერძის ინგრედიენტად გამოიყენება.
2023 წლის მონაცემებით, საქართველომ შიდა მოთხოვნის 56.6% უზრუნველყო. ქვეყნისთვის კაკლის ძირითად იმპორტიორებს , , უზბეკეთი და ჩინეთი წარმოადგენენ.
„იმპორტი ხელს არ უშლის ადგილობრივ წარმოებას, რადგან ქართული თხილი ადგილობრივ დონეზე სრულად საღდება“, – აღნიშნულია კვლევაში.
ბოლო წლებში ქართულ კაკალზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. მიზეზი პანდემიის შემდეგ გაზრდილი მოთხოვნა და შემცირებული წარმოებაა. გარდა ამისა, 2016-17 წლებში აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) მასობრივი გავრცელებისგან ქართული მეურნეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა.
რაც შეეხება გლობალურ სურათს, კაკლის წარმოება სტაბილურად იზრდება. 2022 წელს მან 1.157 მილიარდ კგ-ს მიაღწია. სექტორს აშშ და ჩინეთი ლიდერობენ, რომელთაც ჯამურად 79,1%-იანი წილი უჭირავთ.
კაკლის უმსხვილეს იმპორტიორებს გერმანია (13.7%), არაბთა გაერთიანებული საემიროები (8.7%), თურქეთი (7.5%), იტალია (5.5%) და მექსიკა (5.0%) ლიდერობენ.
ქვეყანები,სადაც კაკლის მოხმარებით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია (კგ):
· 1. საქართველო (1.04)
· 2. კანადა (0.88)
· 3. აშშ (0.77)
· 4. გერმანია (0.58)
· 5. თურქეთი (0.55)
· 6. ესპანეთი (0.55)
· 7. იტალია (0.46)
· 8. რუმინეთი (0.43)
· 9. ნიდერლანდები (0.35)
· 10. მსოფლიო საშუალო (0.13)
bpn.ge