„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა.
მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე:
რესპუბლიკის მოედანი
გმირთა მოედანი
300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა)
მარჯანიშვილის მოედანი
ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა)
ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება. აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ჯგუფი ყველა
LOUDSPEAKERS
ნიაზ დიასამიძე
გამოუვალი მდგომარეობა
ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე
ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და
აქცია საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნების” მიერ რუსული და ცენზურის დამწესებელი კანონების მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა