“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა

პროევროპული მარშის, “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
თავისუფლების მოედანზე, გამომსვლელების მიმართვების შემდეგ, აქცია-კონცერტია დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი მუსიკოსი მიიღებს.
სახალხო მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიძრა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.

ასევე დაგაინტერესებთ