საქართველო იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს შედის როგორც საქართველოს, ისე – ევროპის ინტერესებშიც – არჩილ თალაკვაძე

“მსურს, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზერბაიჯანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ბაქოში ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, ბაქოში კიდევ ერთხელ მოისმინეს გზავნილი და მხარდაჭერა, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო არენაზეც განაცხადა.
„ამ მომენტში, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შედის მთლიანად რეგიონის ინტერესებში, აზერბაიჯანის ინტერესებშიც და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. ძალიან ცოტა დრო რჩება უკვე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე, არამედ მომავალზეც ორიენტირებული, როდესაც ჩვენი ქვეყანა უკვე გადადის ბოლო, გაწევრიანების ეტაპზე. საქართველომ უნდა მიიღოს, საქართველო იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს შედის როგორც საქართველოს, ისე ევროპის ინტერესებშიც. მჯერა, რომ იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც განაპირობებს ევროპული მომავლის ხედვა, უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპაში და რაც მთავარია, საქართველოს ფუნქცია და ღირებულება საერთო ევროპულ პოლიტიკაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!