“საქართველო იმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას, ეს მისი მომავალია!” – პრეზიდენტი მდინარაძეს

საქართველოს პრეზიდენტი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.
მდინარაძემ ზურაბიშვილს თხოვნით მიმართა და უთხრა, რომ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას “მაინც თქვას, იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს”. ამასთან, მდინარაძემ პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ მის გამოსვლას “ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა”.
“იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა, გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას. ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.