18 ივნისს, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თურქეთს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას ფაკუნდო ტელო განსჯის.
ტელოს თანამშემწეები კი გაბრიელ ჩადი (არგენტინა) და ეზეკიელ ბრაილოვსკი (არგენტინა) იქნებიან, ხოლო VAR-ის ოთახიდან ალეხანდრო ერნანდესი (ესპანეთი) იმუშავებს.
შეგახსენებთ, “ჯვაროსნებისა” და თურქეთის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/449160432_870687371767914_6600529652011854262_n-300x214.jpg)