“საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ” – პრეზიდენტი

რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს , – ამგვარად ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში საბჭოთა ოკუპაციის დღეს.
პრეზიდენტის აცხადებს, რომ საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან.
„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია.
დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა!
ს იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.
საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია”, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი