საქართველო ვერ მოხვდა იმ ქვეყნების რეიტინგში, სადაც ბენზინი იაფია – Global Petrol Prices

Global Petrol Prices-ის მონაცემებით, 2024 წლის ივნისისთვის, მსოფლიოში ბენზინი ყველაზე იაფი ირანშია და ლიტრი $0.029 ღირს. პორტალი წერს, რომ მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი $1.34-ია.
რეიტინგის სამეულშია ლიბია და ვენესუელა, სადაც 1 ლიტრი ბენზინი $0.031 და $0.035 ღირს.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რეიტინგში მე-8 ადგილზეა თურქმენეთი, სადაც 1 ლიტრი ბენზინი $0.428 ღირს, მე-13-ზე – ყაზახეთი ($0.546), – მე-18-ზე ($0.632), ბელარუსი – 22-ზე ($0.734), – 27-ზე ($0.837), უზბეკეთი – 39-ზე.
ქვეყნების ათეული, სადაც ბენზინი ყველაზე დაბალია ასე გამოიყურება:
ირანი – $0.029;
ლიბია – $0.031;
ვენესუელა – $0.035
ეგვიპტე – $0.283;
ალჟირი – $0.341;
ქუვეითი – $0.342;
ანგოლა – $0.351;
თურქმენეთი – $0.428;
მალაიზია – $0.434;
ნიგერია – $0.464.
საქართველოში ბენზინი 3.2 ლარიდან 3.65 ლარამდე ღირს, რაც დოლარში $1.12-დან $1.27-ია და ამ მონაცემით ვერ მოხვდა იმ ქვეყნების რეიტინგში, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია.