საქართველო-ესპანეთის მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩს 15 ნოემბერს 21 საათზე გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
უეფა-მ დაამტკიცა არბირტთა ბრიგადა, რომელც საართველო-ესპანეთის შეხვედრას მოემსახურება.
მთავარი მსაჯია ბენუა ბასტიენი, ასისტენტები – ჰიშამ ზაკრანი და ორელინ ბერთომუ, მეოთხე მსაჯი – რომან ლისორჟი. VAR-ის ოთახში ფრანგი მატიუ ვერნისი და ბელგიელი ნათანიელ ვერბომენი იმუშავებენ.