საქართველო-ესპანეთის თამაშისთვის სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა

ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდება. ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, ორი გზა – 390 ევრო.
ამ ეტაპისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს Georgian Airways და Georgian Wings, უკან კი მგზავრებს ჩამოიყვანს Georgian Airways-ი.
თბილისი-კიოლნი:
· 29 ივნისი, გაფრენა 12:00 სთ;
· 29 ივნისი, გაფრენა 19:00 სთ;
· 30 ივნისი, გაფრენა 04:30 სთ.
კიოლნი-თბილისი:
· 2 ივლისი, გამოფრენა 15:00 სთ.
მგზავრები აეროპორტში უნდა მივიდნენ ფრენამდე 3 საათით ადრე.
26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია სა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. შესაბამისად, მაშინ გაირკვა, რომ 30 ივნისს ესპანეთს ეთამაშებოდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო უეფას ოფიციალურ ვებსაიტზე. ბილეთის ფასი 50-დან 500 ევრომდე მერყეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს