„საქართველო ევროპაზე, გზა მიზნიდან – გამარჯვებამდე“ – კროკოს დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

30 სექტემბერს კავეა სითი მოლში კომპანია კროკოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „საქართველო ევროპაზე, გზა მიზნიდან – გამარჯვებამდე“ პრემიერა შედგება.
2024 წლის 26 მარტს საბერძნეთთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის უდიდეს ტურნირზე იასპარეზა და სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით კროკომ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ერთი თვის განმავლობაში კროკოს გუნდი გერმანიაში იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრების გზას ევროპის ჩემპიონატზე ასახავდა.
დოკუმენტური ფილმი სულ მალე ფართო აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა – გაერთიანებული სამეფოს ელჩი