2023 წელს საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობამ 4,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 578 მლნ-ით მეტია წინა წლის მონაცემზე. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 704,364 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 11,6%-ია.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებისგან 3,795 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 24,6%-ს შეადგენს.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
· მსუბუქი ავტომობილები – 455,649 მლნ აშშ დოლარი
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 343,590 მლნ აშშ დოლარი
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 248,772 მლნ აშშ დოლარი
· სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 106,901 მლნ აშშ დოლარი
· სატვირთო ავტომობილები – 105,751 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
· მადნები და კონცენტრატები სპილენძის -295,485 მლნ აშშ დოლარი
· თხილი და სხვა კაკალი – 50,017 მლნ აშშ დოლარი
· სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 36,096 მლნ აშშ დოლარი
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 30,834 მლნ აშშ დოლარი
· ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 30,161 მლნ აშშ დოლარი.
