საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მიღწევაა – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში, უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.
როგორც მინისტრმა “ელჩების კონფერენცია 2023-ზე” სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2023 წლის მანძილზე გადადგმული ყველა წარმატებული ნაბიჯი, ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის, შეუქცევადი განვითარების და კეთილდღეობის მიღწევას ემსახურებოდა.
“წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. პრემიერ-მინისტრის, ს ლიდერობით, პარლამენტის ნაყოფიერი მუშაობით, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული და მაღალპროფესიონალური საქმიანობით და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით, შევძელით გადაგვედგა მორიგი მკაფიო ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენ სანუკვარ ოცნებას საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა. და ეს ნაბიჯი გადავდგით ღირსეულად, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით.
2023 წლის მანძილზე გადადგმული ყველა ჩვენი წარმატებული ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა და შეუქცევადი გავხადოთ განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა. ამავე დროს, ეს ყოველივე არასრულფასოვანი იქნება ოკუპირებული სა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებდით მუშაობას მთავარი პრიორიტეტის, მშვიდობიანი გზით, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა