საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზის ფინალში იმღერებს.
ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე, რომელმაც თავისი საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია,ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, , საბერძნეთი, , შვეიცარია, სომხეთი.
წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.
ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში. ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
11 მაისს ევროვიზია 2024-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.