საქართველო დიდ ბრიტანეთში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზეა წარდგენილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, “მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია ტარდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen მიმდინარეობს.
„ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მართავს.
The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ფესტივალს 200-მდე ქვეყნიდან 2000-მდე ვიზიტორი ესწრება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს