საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან –

საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანია პრეზიდენტი X-ზე წერს.
როგორც ალიევი აღნიშნავს, ორი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა ღრმა ისტორიულ ფესვებს ეფუძნება.
„საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ გარემოში. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია ამ ძლიერ ფუნდამენტზე”, – აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

ასევე დაგაინტერესებთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, გრანტების კანონი და ადმინისტრაციულ დარღვევებზე ამჟამინდელი კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებს“ – PACE – ს თანამომხსენებლები