“საქართველო დადექი” – 29 ივნისს მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა

“საქართველო დადექი” – 29 ივნისს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქცია 20:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტთან დაიწყება.
“საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები.
ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება — და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი — ციხეში.
დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა — ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების.
29 ივნისს, 20:00 საათზე, მოდი რუსთაველის გამზირზე, წამოიღე პლაკატი, მოდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
დადექი შენს ხალხთან ერთად!
დადექი საქართველოსთვის!”, – წერია აქციის ღონისძიების აღწერაში.