საქართველო დაბალბიუჯეტური ტურისტებისთვის ხელმისაწვდომ მიმართულებებს შორის მე-8 ადგილზეა

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნების რეიტინგში მე-8 ადგილზეა. რეიტინგი ფასების შედარების პლატფორმა HelloSafe-მა შეადგინა, რასაც Time Out ავრცელებს.
კვლევაში 131 ქვეყანაში მოგზაურთა საშუალო დღიური ხარჯი არის გაანალიზებული. საბოლოოდ 15 ქვეყნის რეიტინგი შედგა, რომლებშიც მოგზაურებს ყველაზე ნაკლები თანხის დახარჯვა უწევთ.
HelloSafe-ის თანახმად, საქართველოში მოგზაურთა საშუალო დღიური ხარჯი 27,7 დოლარია. აღსანიშნავია,რომ მეზობლებიდან სიაში მხოლოდ სომხეთი მოხვდა, რომელიც დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის მაჩვენებლით საქართველოზე წინაა. სომხეთში მოგზაურის ყოველდღიური ხარჯი 25,7 დოლარია.
სიაში ლაოსი ლიდერობს, რომელიც მიანმარს, ჩინეთს, ტაილანდს, კამბოჯასა და ვიეტნამს შორის მდებარეობს. ამ ქვეყანაში ყოველდღიური ხარჯი შესაძლოა, მხოლოდ 16 დოლარამდე შეადგენდეს.
მეორე ადგილზე ყაზახეთია, სადაც საშუალო დღიური ხარჯი, თითქმის, 20 დოლარია. მესამე ადგილზე 21-დოლარიანი მაჩვენებლით რუანდაა.
წელს სამოგზაუროდ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი 15 ქვეყანა ასე გამოყურება:
· ლაოსი – 15,4 დოლარი
· ყაზახეთი – 19 დოლარი
· რუანდა – 20,8 დოლარი
· განა – 22 დოლარი
· მონღოლეთი – 23,8 დოლარი
· სომხეთი – 25,7 დოლარი
· ბურკინა-ფასო – 26,5 დოლარი
· საქართველო – 27,7 დოლარი
· მალი – 28,6 დოლარი
· მიანმარი – 34,4 დოლარი
· კუბა – 35,4 დოლარი
· მოლდოვა – 35,6 დოლარი
· ინდოეთი – 35,7 დოლარი
· მალავი – 36 დოლარი
· ნეპალი – 36,1 დოლარი
Bpn.ge