საქართველო გაერო-ს ანგარიშში „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა

ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) საქართველო „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის კატეგორიაშია და მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილზეა, – ამის შესახებ გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ „ადამიანის განვითარების“ 2023-2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
საქართველო რეიტინგში უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, ს, მოლდოვას, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩინეთს და სხვა.
ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 2015–2022 წლებში 4 პუნქტით გაუმჯობესდა და გაუმჯობესების ამ მაჩვენებლით, „ძალიან მაღალი დონის ქვეყნებს“ შორის საქართველო მსოფლიოში მეთერთმეტეა ირლანდიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხორვატიის, ს, თურქეთის, ურუგვაის, პანამის, მალაიზიის, კოსტა-რიკას, ტაილანდის შემდეგ.
გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”