საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას – ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტს “ტვიტერზე” გამოეხმაურა.
“მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი დუბაიში, კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ 28-ე კონფერენციაზე. ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს. განახლებადი ენერგორესურსების განვითარებით, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით, საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას,” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90 პროცენტიდან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები – განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით