საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ბულგარეთთან მართავს.
მატჩი თბილისში, “დინამო” არენაზე მიმდინარეობს.
ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, აზაროვი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიაა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა თურქეთთან ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.
ჯამში 6 -ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და -ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)