საქართველო ახალგაზრდა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს – ISET

„საქართველო ახალგაზრდა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს“, – ამის შესახებ ISET-ის კვლევაში „მიგრაციის ტრენდი საქართველოშია“ მიმოხილული.
მიმოხილვის მიხედვით, 2012 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია სტაბილურად აჭარბებდა იმიგრაციას.
„2021 წლიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება გაძლიერდა, პიკს მიაღწია 2023 წელს და 163 140 ემიგრანტი გახდა, რაც 2-ჯერ მეტია 2021 წელს დაფიქსირებულ რაოდენობაზე. ეს დრამატული ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ბავშვებისა და ახალგაზრდების წმინდა ემიგრაციის ზრდით.
ტენდენცია აჩვენებს, რომ საქართველო კარგავს ახალგაზრდა და პოტენციურად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა მეორეს მხრივ, უცხოელი მოქალაქეებისთვის წმინდა იმიგრაცია ყველაზე გამოხატულია 20-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში“, – აღნიშნულია კვლევაში.