საქართველო, -ში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში, CES – ში მონაწილეობდა – GITA

საქართველო, წელს უკვე მეორედ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში, CES – ში (Consumer Electronics Show) მონაწილეობდა, რომელიც -ში, ლას ვეგასში იმართებოდა.
CES 2026 აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო ღონისძიებაზე “StartUP in Georgia” ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე, როგორც სტარტაპების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ადგილი.

CES 2026-ის მთავარი ფოკუსი წელს იყო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენერაციულ და ფიზიკურ -ს, მის გამოყენებას განათლებაში, ში, ბიზნესსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში, ასევე -ის ინტეგრაციას მოწყობილობებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ სისტემებში.

CES ყოველწლიურად აერთიანებს 130 000-ზე მეტ ვიზიტორს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მასში მონაწილეობას იღებს 4 000-ზე მეტი კომპანია, მათ შორის წამყვანი ტექნოლოგიური კორპორაციები, სტარტაპები, ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები. გამოფენა წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ტექნოლოგიური ტრენდების, ინოვაციებისა და სამომავლო თანამშრომლობების დამყარებისთვის. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობა CES 2026-ზე მიზნად ისახავდა საქართველოს მზარდ ტექნოლოგიურ ჰაბად პოზიციონირებას.
ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს